სლოვენიის ხელისუფლებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემია დასრულდა. ინფორმაციას IBNA ავრცელებს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
აღინიშნა, რომ ერთ დღე-ღამეში PCR-ტესტებმა 112 შემთხვევა დაადასტურა. დადებითობის მაჩვენებელმა 4,8% შეადგინა. ერთი კვირის წინ ეს ციფრი 7,2%-ს უტოლდებოდა.
სლოვენიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამად ქვეყანაში საკმარისი ვაქცინებია, რომ ყველა იყოს აცრილი. ვაქცინაციის ცენტრები ადამიანებს წინასწარი ჯავშნების გარეშეც კი იღებენ.
2020 წლის 15 მაისს სლოვენიამ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა 2020 წლის ოქტომბერში ეპიდემია კვლავ გამოცხადდა, დააწესა “კომენდანტის საათი’ და აიკრძალა რეგიონებს შორის მოძრაობა.
კომენტარები