აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) აჩერებს ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის წყარომ განუცხადა, რომელმაც დასძინა, რომ SOCAR ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენის მაისში დაგეგმილ მოცულობას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე გაუგზავნის.
მედიის ცნობით, ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შეჩერება “კომერციული საკითხია”. სინამდვილეში, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს პასუხია რუსული კომპანიის Transneft-ის (ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის ოპერატორი) მოთხოვნაზე, გადაუხადოდ ტრანზიტის საფასური რუბლებში!
კიდევ ერთი მიზეზია ნოვოროსიისკის ტერმინალში ტანკერებიდან ნავთობის გაყიდვის სირთულე. კომპანიები თავს იკავებენ იქ მისი ყიდვისგან, რადგან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები სანქციების გამო უარს ამბობენ ამ შემთხვევაში მის დაზღვევაზე. ნოვოროსიისკის პორტში აზერბაიჯანული ნავთობი რუსულ ურალს ურევენ.
აღსანიშნავია, რომ 22 მარტს, ნოვოროსიისკის ტერმინალიდან ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება დიდწილად შეჩერდა. ოფიციალურ მიზეზად ზღვაზე შტორმი დასახელდა, თუმცა, დასავლური წყაროები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ მიზეზი საერთოდ არ იყო ქარიშხალი, ვინაიდან იმ დღეს შავ ზღვაში ამინდი კლიმატურ ნორმებს შეესაბამებოდა. ვარაუდობენ, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად გააუქმა ობიექტი, რათა თავიდან აიცილოს ყაზახური ნავთობი ევროპულ ბაზრებზე და, შედეგად, შეაფერხოს ევროკავშირის გეგმები რუსული ნავთობის მიტოვების შესახებ. თუმცა, მალევე რუსეთმა ისევ გახსნა პორტი და თქვა, რომ პრობლემა აღმოიფხვრა.
კომენტარები