ჟურნალისტი, სააგენტო “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
“სოხუმელი მაინც არ იყო…. იმედია, ახსოვს ქართველობის გამო რუსი ოკუპანტები ადამიანებს როგორ კლავდნენ. ბორჯომი და მდინარეში ჩაღვრილი ღვინო არ დაივიწყოთ….
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი:
“ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მაშინ როცა ოკუპანტი რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის, სავაჭრო მოლაპარაკება შედგა და თქვა:
“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”
კომენტარები