“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, საწარმო თავდაპირველად 7500 ლარით დაჯარიმდა. შემდეგ მას დარღვევების აღმოსაფხვრელად დრო მიეცა და განესაზღვრა ვადები.
ვადების გასვლის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საწარმო შეამოწმეს და დარღვევები გამოსწორებული არ იყო.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები გარდაბნის მაგისტრანტ სასამართლოში მიმდინარეობდა. “თეთრი ქუდი” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 პრიმა 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 84-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობა 40 000 ლარს აღწევდა, თუმცა არსებული წესის მიხედვით დიდმა ჯარიმამ შთანთქა მცირე ჯარიმები და შპს “თეთრი ქუდი”, მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, საბოლოდ 20 000 ლარით დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველების ნაწილი თითქმის 2 წელია უსიამოვნო სუნითაა შეწუხებული, რომელიც სოკოს საწარმოში გამოიყოფა და ქალაქში შემოდის. ჩატარდა არაერთი აქცია.
არსებული ინფორმაციით, “თეთრი ქუდი” ვალდებულია, საწარმოში არსებული პრობლემები დროულად მოაგვაროს.
თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ წინა ჯერზე საწარმო ჯარიმას არ შეუშინდა, ახლა კი მხოლოდ 20 ათასით დაჯარიმდა – აღმოფხვრის თუ არა პრობლემას კიდევ საკითხავია. მით უფრო, რომ ვერც 20 ათასად და ვერც 200 ათასად ახალ აპარატურას ვერ იყიდის.
კომენტარები