მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ე.წ კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი და ყარაბაღის ომში დამარცხება აღიარა, სომხეთის ქუჩები დემონსტრანტებით აივსო – მოსახლეობა ითხოვს პრემიერ-მინისტრის სასწრაფო გადადგომას, ძალაუფლების სახმედრო გენერალიტეტის მიერ ხელში აღებასა და ბრძოლის გაგრძელებას.
გავრცელებული ინფორმაციით, სომეხი მოქალაქეები შეიჭრნენ სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციაში, დაარბიეს ოთახები, აგრეთვე დაამტვრიეს ინვენტარი პრემიერ-მინისტრის კაბინეტშიც. ქალაქში ამ დრომდე ათიათასობით ადამიანი მართავს მიტინგს. ხალხი ითხოვს დაუყოვნებლივ გაგრძელდეს ბრძოლა მთიან ყარაბაღში დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა განცხადებით, ფაშინიანმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაემგზავრა – იგი ამ დროისთვის სოჭში იმყოფება და ხვდება ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენლებს. ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო გენერალიტეტი დაუმორჩილებლობას უცხადებს მთავრობას და ეთანხმება ხალხის მოთხოვნას ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
სომხური მედიის ინფორმაციით, აგრეთვე უმძიმეს მდგომარეობაშია სომხეთის პარლამენტის სპიკერი, რომელსაც მოქალაქეები დაუნდობლად გაუსწორდნენ.
ნიუპოსტი
კომენტარები