ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. პრემიერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ვაზგენი მანუკიანი მოუწოდებს შეიარაღბულ ძალებსა და პოლიციის დანაყოფებს, ხალხის მხარე გადმოვიდნენ.
„მნიშვნელოვანია თითოეული საათი, ნუ აიძლებთ ხალხს, რომ აქ დღეების განმავლობაში იდგნენ. ხალხის მხარეზე გადმოდით და ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა“- აღნიშნა ვაზგენ მანუკიანმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.
ოპოზიციის ერთმა ნაწილმა სომხეთის მთავრობისა და გენერალური პროკურატურის შენობები დაბლოკა. აქციაზე ისმის აქტივისტების შეძახილები :
„სომხეთ ნიკოლის გარეშე! ფაშინიანი უნდა წავიდეს!“
გავრცელებული ინფორმაციით „რესპუბლიკის მოედანზე“ გაიშალა კარვებიც.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა ნიკოლ ფაშინიანის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი იმის გამო, რომ 10 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეხ.წ კაპიტულაციის აქტს და ყარაბაღის ომში დამარცხება აღიარა, რომლის შემდეგაც მან ალიევის მოთხოვნათა უდიდესი ნაწილი დააკმაყოფილა- დათანხმდა ოკუპირებული შვიდივე რაიონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და მათი აზერბაიჯანისთვის გადაცემას.
კომენტარები