სომხეთმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წვრთნების ჩატარებაზე. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.
“გაჩნდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, სად გადის წითელი ხაზი? ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია კითხვაზე პასუხის გაცემა შემდგომი ურთიერთობების დამყარებისთვის. ეს წითელი ხაზი დე იურე არსებობს და ის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონაშია.
ერევნის სამიტზე ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად გაგვეგო, სად არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთის რესპუბლიკაში? ჩვენ ვთქვით, რომ ამ ხაზის ოფიციალური განცხადების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ დოკუმენტების მიღებას. ეს არის მთავარი კითხვა. სამიტი დასრულდა, მაგრამ საკითხი ღიაა”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კომენტარები