სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 399 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 233 400-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4669 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1131 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 221 919 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5681 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1 415 538 ტესტია ჩატარებული.
კომენტარები