სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 430 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 234 227-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4685 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1131 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
კომენტარები