სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 313 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 232 610-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4658 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1128 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
კომენტარები