სომხეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მეორედაც არ დაუჭირა.
შეთანხმების თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობას საკანონმდებლო ორგანო მხარდაჭერას მეორედაც არ გამოუცხადებდა, პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს 20 ივნისს დანიშნავს.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დაშლისთვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. არჩევნებამდე ფაშინიანი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. ტექნიკური პროცედურის ფარგლებში, ფაშინიანის მსგავსად, ქვეყნის მთავრობაც გადადგა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის მმართველი პარტია, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი კვლავ ნიკოლ ფაშინიანი იქნება.
კომენტარები