ფოტო – გურია თუდეი
დღეს, დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გურიაში, სოფელნ მამათში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, გარესამყაროს მოწყვეტილნი არიან ასაკოვანი ცოლ–ქმარი. სოფელში სამივე ხიდი წყალს აქვს წაღებული, ვერ გადაადგილდებოდნენ ავტომობილები.
კატო მახარაშვილი წერს, რომ მაშველები მივიდნენ ადგილზე და მოხერხდა მოხუცებულტა გამოყვანა.
მანუჩარ ჩაჩანიძეც წერს მომხდარზე:
“მეგობრებო, მადლობა დიდი ყურადღებისათვის, ბაბუა და ბებო სამშვიდობოს არიან.
სამაშველოს ბიჭებს კიდევ დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის უმაგრესები ხართ ბიჭებო და უბრალოდ უნდა ისწავლოს ყველამ თქვენი ფასი.
თუ ვინმეს რაიმე დახმარება დაგჭირდებათ გთხოვთ მოიწეროთ და მზად ვართ საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაცია / Georgian Off-Roaders Association დაგეხმაროთ მაქსიმალურად
მშვიდობა გურიას და მშვიდობა საქართველოს.”
კომენტარები