სანადირო თოფით მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მომხდარ მკვლელობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი აქამდე არ ყოფილა.
მოკლულის მეუღლე ვარაუდობს, რომ მკვლელობა შემთხვევით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მკვლელი მონადირე იყო და მას იარაღი ჰქონდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მონადირის მიერ გასროლილი ტყვია სამიზნეს ასცდა და მეზობელს მოხვდა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
“ეს ველოსიპედით მიდიოდაო, მეუღლემ თქვა, გოჭის საყიდლადო. ის ალბათ, რამეს ესროდა, ან ვირთხას და ამას მოხვდა შემთხვევით. შეიძლება სხვა ყოფილიყო. ის ვიცი, რომ ამათ შორის კამათი არასდროს ყოფილა”- ამბობს ერთერთი ადგილობრივი.”მთავარ არხთან”
გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები