იმერეთში, სოფელ შუქრეთში უკვე მე -12 დღეა რაც მოსახლეობა აქციას მართავს, პიკეტირებულა ყველა მაღარო. ისინი მოითხოვენ ‘’ჯორჯიან მაგანეზის’’ მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაროების მუშაობა არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ‘’ქუთაისიპოსტი’’ ავრცელებს.
“ვაგრძელებთ პიკეტირებას და ვფიქრობთ, რომ აქციები კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება, რადგან “ჯორჯიან მანგანეზს” ჩვენი არ ესმის”, – ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე,
ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
შპს “ჯორჯიან მანგანეზი” ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
შეგახსენბთ, რომ შუქრუთელებმა აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები “ჯორჯიან მანგანეზს” შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.
ფოტო – ”ქუთაისიპოსტი”
კომენტარები