ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ბევრი რამ არ მესმის, რასაც ადამიანები აკეთებენ ცხოვრებაში:
• არ მესმის, რატომ უნდა იარო ველოსიპედით, გაოფლიანდე, იწვალო, გეშინოდეს, ვინმემ არ გაგიტანოს, თუ შეგიძლია, მანქანით გადაადგილდე.
• გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდე საჭესთან, თუ შეგიძლია გვერდით იჯდე.
• ვერ ვიგებ, რად უნდათ ეზოიანი სახლი, თუ შეუძლიათ კორპუსის ბინაში იცხოვრონ.
• სოფელში რატომ მიდიან დასასვენებლად, თუ სახლში კონდიციონერი აქვთ
• ჭამის დროს რატომ არ უნდა დალიო იმდენი ცივი წყალი, რამდენიც გინდა და რატომ უნდა დაელოდო ჭამის დასრულებას
• ვერ ვიგებ, რატომ უნდა გაიღვიძო დილით, თუ შეგიძლია გვიანობამდე გეძინოს
• არ მესმის რატომ უნდა დაჯდე საჭმელად და ამას უწოდო საუზმე სადილი, ვახშამი, თუ შეგიძლია შეხვიდე სამზარეულოში, იდგე ფეხზე და ისე ჭამო. ან გამოაღო მაცივარი და პირდაპირ იქიდან მიირთვა
• არ მესმის, რატომ უნდა დავასხა მაცივრის წყალი ჭიქაში, როცა ბოთლიდან დალევა ჯობია
• გაუგებარია, რატომ არ ეწევიან ადამიანები სიგარეტს
• არ მესმის, რატომ უნდა გაიპარსო წვერი, თუ გაქვს საშუალება, დაიკიდო
• ვერასდროს გავიგებ, რა საჭიროა თმის შეჭრა, თუ გაქვს შესაძლებლობა, ეს არ გააკეთო
• წარმოუდგენელია, რატომ იკეთებენ მაკიაჟს, თუ საეთეროდ არ სჭირდებათ
…და კიდევ მილიონი რამ არის გაუგებარი. რას ირთულებთ ცხოვრებას, რას იკლავთ თავს ?! 🙂
კომენტარები