ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ მომღერალს, 35 წლის სოფო ნიჟარაძეს გოგონა შეეძინა.
როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გოგონა ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა.
ინფორმაცია სააგენტოს სოფო ნიჟარაძის ახლობლებმაც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
აღსანიშნავია, რომ სოფო ნიჟარაძის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები