ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება „იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბესო მიქავა.
– საზოგადოებას ერთი შეკითხვით მინდა მივმართო. როდესაც გრიგოლ ლეფსიწვერიძე, იგივე ლეპსი, საქართველოში ჩამოვიდა და კონცერტი ჩაატარა სპორტის სასახლეში, ყოველ ნაბიჯზე ეძახდნენ, შე პუტინისტოო. სოფო შევარდნაძე რომ ჩამოდის, რომელიც არის პუტინის და ლავროვის ახლო მეგობარი, სახელისუფლებო არხ „იმედში“ ხან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურში სვამენ და ხან ნოესთან – პირისპირ. რა, სოფო შევარდნაძე არ არის პრორუსი? მაგრამ აქ არც ოპოზიცია იღებს ხმას და არც პოზიცია. ეს იმიტომ, რომ ოპოზიცია სხვის თამაშს თამაშობს. ან ამდენი ფული რომ ერიცხებათ წლობით ხოშტარიების ოჯახს, ის საავტორო უფლებები ხომ საბჭოთა კავშირის დროს არის მოპოვებული. შენ, კანონიერი ხელისუფლების მოღალატე გოგი ხოშტარიას, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის სახელმწიფო შენ რატომ გიხდის წლობით ამდენ ფულს? ქართველი ხალხის ნაოფლარი ფული რომ არის საპენსიო ფონდში, მაგას ჩვენ რატომ არ გვიბრუნებენ? რაშია საქმე? და თქვენ ებრძვით რუსეთს? ამ შემთხვევაში მოსახლეობამ სარჩელი უნდა შეიტანოს და იქ გაირკვევა ყველაფერი, ვის სამსახურშია ხოშტარიების ოჯახი, ქვეყნის თუ ოკუპანტის.
-ოცნების სამმა წევრმა დატოვა პარტია. ამ ფაქტს თქვენ როგორ ახსნით?
-ეგ არაფერს ნიშნავს. ომში ჩაბმას გვთხოვდა უცხოეთიო. სამეულის მიზანია, ხალხს ვითომ სიმართლე უთხრას, გააჟღეროს ის, რასაც ხალხი ითხოვს. არადა, ამ სამეულს, ისტორიას თუ გადავხედავთ, იგივე დანიშნულება აქვს, რაც ჰქონდა 1936 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ეჟოვის მიერ შექმნილ სამეულს, რომელიც 37 წლის რეპრესიების დაწყებამდე შეიქმნა. ამ სამეულს პარლამენტის და მთავრობის გვერდის ავლით უნდათ გაატარონ ოლიგარქიის გენერალური ხაზი, მაგრამ გაიხსენონ, რა დაემართა ეჟოვის სამეულის წევრებს: გოგლიძეს, წერეთელსა და ობოლაძეს. გაერკვნენ, რომელი იქნება გოგლიძე. სოზარ სუბარი ყველა დროის პოლიტიკოსი და ყველა ბინძური საქმის შემსრულებელია. სამიდან ერთი ვერ გადარჩა, ორს კი ყველაფერი გადააბრალეს, რაც კი ცუდი ჩაიდინეს. ვფიქრობ, ამ სამეულის შექმნით პოლიტიკური რეპრესიები უნდათ დაიწყონ. „ოცნება“ ორმაგს კი არა, სამმაგს თამაშობს: პირველი – ნეოლიბერალებს უგორებს კოჭს, მეორე – ნეოკონსერვატორებს უგორებს კოჭს და მესამე – საკუთარ თავსაც უგორებს კოჭს და ამით თავისი ფესვების გამაგრებას ცდილობს. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა გავცეთ ყველას პასუხი, არადა უნდა გავყვეთ ბარაბას გზას.
კომენტარები