ვიზაჟისტი, ლელა შეიზაშვილი:
“SOS! გადაამოწმეთ ძიძები!
იქნებ ამ ლოკაციით ამოიცნოთ თქვენი ძიძა..
დღეს დილით ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე ორი ნაბიჯის მაღაზიიდან გამოვიდა შუახნის ქალბატონი 4-5 წლის ატირებულ გოგონასთან ერთად რომელსაც ყურში ჩაყვიროდა – დედა სამსახურშია! ბავშვი კი უარესად ისტერიულად ტიროდა! შემდეგ გააგრძელა გზა მალ-მალე ჩერდებოდა დაიხრებოდა და ბავშვს უყვიროდა თან ხელებს უშლიდა სახესთან. დავეწიე და ვკითხე ვინ ხართ ბავშვის თქო? მიპასუხა ძიძა ვარო. ვინ მოგათ უფლება ბავშვს ესე მოექცეთ უყვიროთ და ხელები უშალოთ?! მე მშობლებმა მომცეს უფლებაო! მერე ბავშვს მიუტრიალდა და მოწმედ მოიყვანა მე შენ გიყვროდიო და ხელებს გიშლიდიო? შეშინებულმა ბავშვმა რათქმაუნდა უარყო – არაო! როგოც ჩანს დაშინებულიც ყავს!..
ბავშვს სახე დასიებოდა და ერთიანად წითელი იყო!..
მეთქი მოგდევ უკან და გიყურებ უკვე სამჯერ დაგინახე! ეხლა ავდგები და პატრულს გამოვიძახებ და გავარკვიოთ რომელმა მშობელმა მოგცა ამის უფლება თქო! მიყვირა მეც მოკიდა ბავშვს ხელი და გამექცა რასაც ქვია!
მაინცდამაინც მაშინ მქონდა ტელეფონი დამჯდარი და ვერ გადავუღე! ვერც სადმე დავრეკე!…
საშინლად ვინერვიულე. ისიც ვერ მოვიფიქრე მეთქვა ამის მშობლებს ვიცნობ და გადავცემ როგორც იქცევი თქო!
გთხოვთ მივაქციოთ ძიძებს ყურადღება! დავიცვათ ჩვენი ანგელოზები აგრესიული ძიძების ბულინგისგან!”
კომენტარები