არასამთავრობო ორგანიზაცია, :თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების” პრეზიდენტი, გიორგი ფხალაძე:
“SOS!!! სისტემა ყარს!!! პოეტისა და სამოქალაქო აქტივისტის თორნიკე ნანობაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე მინდა პირველად და საჯაროდ ვისაუბრო, რადგან გამოძიება დიდი ალბათობით ხელს აფარებს გავლენიან ადამიანებს. ხოლო თორნიკეს მგლოვიარე დედას სამართლის საპოვნელად პოლიცის განყოფილებასა და პროკურატურაში უწევს წინ და უკან სირბილი.
თორნიკეს სხეული ნაქირავებ სახლში აღმოაჩინეს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა სტანდარტულად. საგამოძიებო მოქმედებები თავიდანვე არადამაჯერებელად და არასანდოდ გამოიყურებოდა, ამიტომ ჩვენ, თორნიკეს მეგობრებმა და ნათესავებმა გამოვარკვიეთ, რომ თორკინეს გარდაცვალების ღამეს მასთან სახლში იმყოფებოდა მინიმუმ ორი პიროვნება, მათი ვინაობაც დავადგინეთ და გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია.
გამოძიება მათ გამოკითხვას არ ჩქარობდა, სამაგიეროდ იმ ორიდან ერთ-ერთმა დაურეკა თორნიკეს დედას დაემუქრა, რომ პრობლემებს შეუქმნიდა, თუ მას თავს არ დაანებებდბენ.
სწორედ ამის შემდეგ ოჯახს უჩნდება გარკკვეული ეჭვები, ხომ არ არის რაიმე სახით ეს პიროვნება თორნიკეს გარდაცვალებასთან კავშირში?
ამასთან ზემოდხსენებულმა პიროვნებამ ზედმიწევნით ზუსტად იცოდა თუ როდის უნდა გამოკითხულიყვნენ თორნიკეს მშობლები. ასევე მანვე თქვა რომ გამოძიებას ჰყავს სხვა ეჭვმიტანილები.
ეს ინფორმაცია მხოლოდ გამომძიებელს ჰქონდა, უნდა ჰქონოდა, 100%-ით დავრწმუნდით , რომ გამოძიება სავარაუდო შემხებლობაში მყოფ პირს გამოძიების დეტალებს აწვდიდა.
ჩვენ ამ საკითხის მოძიებაც ვცადეთ და დავადგინეთ, რომ ამ პირის ოჯახი საკმაოდ გავლენიანია და დაახლოებულია ხელისუფლებასთან.
დღემდე თორნიკეს ოჯახს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და არ აქვს საქმის მასალებზე წვდომა, მაგრამ როგორც ჩვენი დაკვირვებით ვადგენთ გამოძიება მუშაობს ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირების ვერსიაზე.
გარდაცვალების ღამეს მყოფი პირები გამოძიებამ დაგვიანებით გამოკითხა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოძიებასთან კითხვები.
თუ ამ პირებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით თორნიკეს გარდაცვალებასთან
რატომ დასჭირდათ დარეკვა და მუქარა?
რატომ დასჭირდათ გავლენიანი ახლობლების ჩარევა?
რატომ აწვდის გამოძიება მას საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ?
რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი თორნიკეს ოჯახს?
გამოძიებას დღემდე არ ამოუღია გზებზე არსებული კამერების ჩანაწერები, რომლითაც დადგინდებოდა როდის მივიდნენ და წამოვიდნენ ეს პირები თორნიკეს სახლში. თორნიკეს სავარაუდო გარდაცვალების მომენტში იყვნენ თუ არა მასთან? მიზეზი არის, რომ სასამართლოს განჩინება არ აქვთ. განჩინების მიღებას რა უნდა?
აქვე შეგახსენებთ, რომ თორნიკე რამდენიმე თვის წინ პოლიციელებმა დააკავეს და სცემეს, საქმეს გენინსპექცია იძიებს.”
კომენტარები