ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ამ წუთას გამოვედით გატაცებული რამაზ ბეღელურის ოჯახიდან, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც რამაზის დედამ გვითხრა, მისმა შვილმა 2 თვის წინ გადაიტანა ინსულტი, მეორე 1 წლის განმავლობაში. მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესაძლებელია იყოს საფრთხის ქვეშ.
მივმართავთ ყველა შესაბამის სტრუქტურას, განსაკუთრებით კი წითელ ჯვარს – სასწრაფოდ გაარკვიეთ რამაზ ბეღელურის მდგომარეობა. ვიმეორებ, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს.”
კომენტარები