ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში pfizer-ის ვაქცინის შესახებ უახლეს ინფორმაციას აზიარებს და წერს:
“ფაიზერის ვაქცინა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს ჭარბი წონის პირებში!
პ.ს. ყველა პირობა გაქვთ შექმნილი ვაქცინის მოსვლამდე წონაში დაიკლოთ”
როგორც მასალაში ვკითხულობთ, ჭარბი წონის მქონე ადამიანების ორგანიზმი pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორჯერ ნაკლებ ანტისხეულებს აწარმოებს, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი. ამის გამო ჭარბი წონის მქონე ადამიანებს შეიძლება უფრო დიდი დოზის გაკეთება დასჭირდეთ.
ამასთან, სიმსუქნე ზრდის Covid-19–ით სიკვდილის რისკს თითქმის 50% – ით, ასევე ზრდის საავადმყოფოში მოხვედრის რისკს 113%–ით.
Pfizer vaccine may be less effective in people with obesity, says study
კომენტარები