იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გრაფიკს, სადაც ჩანს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე, კორონავირუსის გავრცელების მხრივ და წერს:
“ტოპ 6 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი კოვიდის შემთხვევაა 100 ათას მოსახლეზე”
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ წესით, ასეთ მონაცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი უნდა ავრცელებდეს და ისინი პირველ რიგში სწორედ მოსახლეობის ინფორმირებისთვის უნდა ზრუნავდნე – უნდა ზრუნავდნენ ცივილური მეთოდებით და არა – კუბოებზე საუბრით!!!
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 169,649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 141,392 პაციენტი. 1,576 მოქალაქე კი, გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები