ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
???მოგესალმებით მეგობრებო. მინდა აღშფოთება გამოვხატო ,იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც ვრცელდება სოციალური მედდის საშვალებით.პირველ რიგში მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს.იყო შეთანხმება,რომ კლინიკაში სადაც ცოტნე ამჟამად იმყოფება ,უშუალოდ კი მის პალატაში დამონტაჟებული იქნებოდა კამერები.რათა თვალი ედევნებიათ მისი უსაფრთხოებისთვის .რაც სამწუხაროდ არ იქნა შესრულებული..შემდეგი საკითხი კი შემდეგში მდგომარეობს. საავადმყოფოს მედპერსონალი არის გაოგნებული იმ ფაქტით,რომ ყოველ საღამოს უცხო პირები ,ეგრედ წოდებული მხარდამჭერის ნებართვით შედიან პალატაში. გარდა იმისა ,რომ არის საშიშროება ვირუსული ინფექციების გავრცელებისა ,ასევე ალბათ ყველა ჭკუათ მყოფელი ხვდება,რომ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ზედმეტად შეწუხება არაა მიზანშეწონილი.. (მრცხვენია დაწერაც კი მაკიაჟის გაკეთება და ხორხოცი აი უბრალოდ რატომ?!!)
ახლა რაც შეეხება მხარდამჭერის სტატუს .ალბათ ყველასთვის ცნობილია ,რომ აღებული და მინიჭებულია ქალბატონისთვის გაურკვეველი ხერხებით “დროებით“!! საქმის არსებითი განხილვა ჯერ არაა დასრულებული.. აქვე დავადასტურებ იმ ფაქტს,რომ მე უკვე შეტანილი მაქვს განაცხადი და უახლოეს დღეებში იგეგმება ჩემი გამგზავრება თურქეთში ! მოუწოდებ ყველას პატივი ვცეთ ადამიანს და ნუ გამოიყენებთ მის ამჟამინდელ მდგომარეობას ქულების დასაწერად..
ასევე გამოვეხმაურები რამოდენიმე ადამიანს,რომელთა თქმითაც გუშინ მათ საუბარი ჰქონდათ ცოტნესთან ფეისბუქის დახმარებით.ესაა მტკნარი სიცრუე..!!ამის გამო კი ყველას პასუხი მოეთხოვება !!!!
სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა..თუმცა იგრძნობა გარკვეული დადებითი დინამიკა! პ.ს. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ ემიგრანტს ,(რომლებიც იმყოფებიან სტამბულში და იზმირში)ქ.მანანას მხარდაჭერისთვის. ❤❤❤”
კომენტარები