ხმაურიანი იყო დღეს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის იოსებ გოგაშვილის სასამართლო პროცესი.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.. გოგაშვილი დღესვე რუსთავის სასჯელასრულების მე-12-ე დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სასჯელარსრულების დაწესებულებაში კი სოსო გოგაშვილის კამერა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მეზობლად მდებარეობს.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე სოსო გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალადობასა და იარაღის „ჩადებაში“ დაადანაშაულა.
კომენტარები