მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ ღიად გააკრიტიკა მთავრობა და კონკრეტულად კი, მთვარობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში, ვიდეო გავრცელდა, სადაც ზაზა სარალიძე და სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილია ასახული. ხოჯევანიშვილი მას რაღაცას აწვდის, თუმცა, ვიდეოში არ ჩანს, რა არის ეს.
სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებენ და პირდაპირ წერენ, რომ ვიდეო მას შემდეგ გავრცელდა, რაც სარალიძემ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ოჯახს აგინა. ასევე, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხოჯევანიშვილი სარალიძეს კონვერტს აწვდის.
არის, თუ არა, ვიდეო ფარულად გადაღებული და მოხდა, თუ არა, მისი უკანონოდ გავრცელება – ამაზე, იმედია, გამოძიება ისაუბრებს.
“ალიას” კარგად ახსოვს, ღარიბაშვილისა და ბერას ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რამდენს და როგორ საუბრობდნენ იმაზე, რომ ვიდეო უკანონოდ იყო მოპოვებული და მისი გავრცელება დანაშაული იყო, როგორც ჩანს, ზოგი ვიდეოს გავრცელება დანაშაულია და ზოგის – არა.
“ალიამ” გაარკვია, რომ ზაზა სარალიძის ოჯახს, კიდევ ერთი ნათესავი გარდაეცვალა კორონავირუსით და სწორედ, გარდაცვლილთა მაღალი რიცხვით არის განპირობებული, მის მიერ პრემიერის კრიტიკა და მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ლანძღვა-გინება.
როგორც კი ზაზა სარალიძე განცხადებას გაავრცელებს, “ალია” ინფორმაციას გააახლებს.
კომენტარები