ფოტო – მთავარი არხი
ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტის დარეგისტრირებას აპროტესტებს.
“მაინც ვერ გაგვაჩუმებთ!”; “თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები”; “საქართველოში რუსეთს ვერ დაამყარებთ”; “სოზარ შენც “აგენტი” ხარ?” – ამ შინაარსის პლაკატები მიიტანეს ჟურნალისტებმა დღეს პარლამენტში.
კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას “უცხოური გავლენის აგენტების” რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალებიდან” მოდის. “ხალხის ძალა” აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები – “ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან”.
კომენტარები