ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე, რუსებმა სპექტაკლები დადგეს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AJARTIMES.GE ავრცელებს და წერს, რომ რუსებმა ”ჰამლეტის” ბილეთები ონლაინ გაყიდეს და სპექტაკლებს მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ.
გამოცემამ ამ ფაქტის ამსახველი ფოტოებიც მოიპოვა:
“ორჯერ, ჯამში, 1000 ლარად გავაქირავეთ სცენა, ხელშეკრულებაში არ ეწერა რა შინაარსის სპექტაკლი დაიდგმებოდა და ვის მიერ. გიმეორებთ, ქართველთან გაფორმდა ხელშეკრუკრულება. მართალია საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ, მაგრამ ჩვენი შემოსავლები დარბაზის გაქირავებითაც განისაზღვრება,” – აღნიშნა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას თამარ მესხიძემ, ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა.
კომენტარები