უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია, მთავარ არხთან, ამბობს:
“ჩემი ინიციატივით პარლამენტის დეპუტატებისთვის, მათ შორის ჩემთვის, რადგან მეც დეპუტატი ვარ, დიპლომატიური პასპორტის ჩამორთმევისა და მათი დასჯის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გააზვიადეს და ამ ამბისგან რაღაცა სპეცოპერაცია შექმნეს.
ახლა, კი სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა. უნდა გაიგოთ, რომ მსგავსი ვიზები საბედნიეროდ თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ ვინ რას წარმოადგენს, ვის რა პასპორტი ექნება და ვინ სად იქნება. აბა კარგად ბრძანდებოდეთ, გკოცნით.”
კომენტარები