მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცე რუსეთის მფლობელობაში გადადის – ოკუპირებულ აფხაზეთში ამას უკვე დღეებია აპროტესტებენ.
საქართველოს მთავრობა დღევანდელ დღემდე სდუმდა. სდუმდა მას შემდეგაც კი, რაც 26 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
“იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას.”
დღეს, 29 ივლისს, პრემიერმა, ღარიბაშვილმა, ბიჭვინთაზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
“მინდა შეგახსენოთ ყველას, არა თუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი ჩვენ პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა…”
პრემიერი დაახლოებით იმას გვეუბნება, როგორც მივხვდით, რომ შეგახსენებთ, ისედაც ოკუპირებულია ეს მიწაო და რა საჭიროა ეს ხმაურიო.
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა კითხვა – იცის, თუ არა პრემიერმა რა განსხვავებაა ოკუპაციასა და ანექსიას შორის? იცის და გამიზნულად ამბობს იმას, რასაც ამბობს, თუ არ იცის და არც არავინ გააფრთხილად? თუ არ იცის და არც პრეზიდენტის განცხადება მოისმინა?
ოკუპაცია რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება. ოკუპაცია უნდა გავმიჯნოთ ანექსიისაგან, რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის სრულ ან ტერიტორიის ნაწილის ძალით მიერთებას გულისხმობს.
კომენტარები