ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ და სიცხე, ყაზბეგიდან შემოვიდნენ.
მართალია ექიმები აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური ტანისამოსით, მაგრამ, მძღოლს მოხსნილი ჰქონდა პირბადე სანახევროდ და სათვალე სრულად.
შეგახსენებთ, ჩინეთში ერთ-ერთ ექიმს ვირუსი სწორედ სათვალის მოხსნისას გადაედო.
ჩინეთის მოქალაქეები უკვე გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში და როგორც მთავარის გავრცელებული კადრებიდან ვნახეთ, ისინი გაატარეს ჟურნალისტების წინ და შეიყვანეს კლინიკაში სპეციალური ტანისამოსის, სპეციალური ჰერმეტული მოწყობილობის და პირბადის გარეშეც კი!
რამდენი დღეა ვითხოვთ პირველი რიგის ტანისამოსს ექიმისთვის და როგორც იქნა, როგორც იქნა, გამოაჩინეს, მაგრამ ახლა ავადმყოფების გადაყვანა დაიწყეს სპეციალური მოწყობილობის გარეშე!
ჯანდაცვის სამინისტრო – სპეციალურად აკეთებთ?
ალია
კომენტარები