საბერძნეთში, ქალაქ ათენში დღეს სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 72 წლის აკაკი, იგივე კაკო ბილანიშვილი დააკავეს.
ცნობილია, რომ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სათავეში სწორედ კაკო ბილანიშვილი ედგა.
„კანონიერი ქურდი“ 12-კაციან დაჯგუფებასთან ერთად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს.
ასევე, ამოღებულია ქართველი „კანონიერი ქურდის“ ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი.
წყარო: „რუსთავი 2“
კომენტარები