ფოტო – ტვ პირველი
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. კომპანია “სამი ოკეანე გრუპი” პოლიციელების ალყაშია. ავტო სალონთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. ადგილზე გადაადგილება შეზღუდულია მედიის წარმომადგენლებისთვისაც.
გომელაურის უწყებამ პოლიციის და კრიმინალური დეპარტამენტის თანმშრომლები სპეცოპერაციისთვის თბილისიდან გადაისროლა.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საქმე ბიზნესის დევნას ეხება და მათ მიმართ 6 თვის განმავლობაში მიზანმიმართული ზეწოლა ხდება. ისინი ვარაუდობენ, რომ კომპანიამ სხვისი ბიზნესინტერესები გადაკვეთა.
თითქოს აღნიშნული ავტომობლები არის საზღვარგარეთ მოპარული, ჩვენ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ დავადასტუროთ. ბიზნესგადაკვეთა ხდება საქართველოში ვინც ლობირებს ამ ბინზესს იმათთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში 4 ავტომანქანა აბსოლიტურად უსაფუძვლოდ ამოიღეს”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კომენტარები