“ტვ პირველის” ინფორმაციით, ღამით ინტერნეტში, საჯარო სივრცეში, მღვდლების მონაზვნების, ეპისკოპოსების, პატრიარქის მდივნის, პატრიარქის მომვლელების, პატრიარქის თანაშემწეების, პატრიარქის მოსაყდრე შიოს და საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძის, ფარული მოსმენის და თვალთვალის ფაილები აიტვირთა.
ფაილები სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა და მისი ავთენტურობა დადგენილი არ არის.
ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით!
ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.
ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან, ყველაფერს, საპატრიარქოში – ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!
ჩვენ გვჭირდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ. გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი.
აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!
მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!”- წერს ვიდეოების გამავრცელებელი
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები