სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფიგურანტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო წერედიანი, გამოკითხვის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს და მისი პირადი ტელეფონი და აიპადი ამოიღეს. სამართალდამცველებმა ასევე გაჩხრიკეს საქმის კიდვ ერთი ფიგურანტი, დავით მახარაძეც. სამართალდამცავები წერედიანს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ აედევნენ.
წერედიანის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის და ამოღების ოპერაციის დროს ტელეფონით კომუნიკაციის საშუალებაც არ მისცეს.
სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ 10 წუთის მერე პატრულმა გამაჩერა, გადამიდგნენ წინ უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებმაც წარმოადგინეს მოსამართლის ბრძანება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ჩემთან ერთად იყო, მათი აზრით, ერთ-ერთი “შეთქმული”, თურმე ნდომებიათ ჩემი ტელეფონის ამოღება. ამოიღეს ჩემგან ჩემი პირადი ტელეფონი და აიპადი. ეხლა ვეუბნები უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომლებსაც წვდომა აქვთ ჩემს Facbeook-თან და კონტაქტებთან, ბატონებო, სანამ მე ჩემი Facbeook მაქვს, გეუბნებით, რომ მე თქვენთან უკვე თანამშრომლობას არ ვაპირებ და ერთადერთი, რასაც ველოდები აწი თქვენგან, არის დაკავების ოქმი – ამბობს წერედიანი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს. როგორც სუს-ში 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა.
კომენტარები