თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, თავდამსხმელზე საუბრისას, განაცხადა:
“მოქმედი სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს. 2016 წლიდან მუშაობდა, 21 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს, რომ 21 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში.
რა მოხდა, არავინ არ იცის ჯერჯერობით… სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება. მოუწოდეს, რა თქმა უნდა, კიდევ გასროლა გააკეთა რამდენიმე, როდესაც კარები შეაღეს, უკვე პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო რომ შევიდნენ. საწოლზე იყო გადაწოლილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდით ედო, რაც დააფიქსირეს… თავიდან სისხლი მოსდიოდა, იქვე ნახე ხელყუმბარის რგოლები, ამიტომ გახდა საჭირო გამნაღმველი. იარაღი საიდან ჰქონდა, ჯერ არ ვიცით ჯერჯერობით.”
შს მინისტრი აცხადებს რომ ოპერაცია დასრულდა, გამნაღმველებმა ტერიტორია შეამოწმეს და უსაფრთხოა.
5 მოკლული, 5 დაჭრილი – “ვერ ვხსნით ვერავინ რა მოხდა” – შს მინისტრი
კომენტარები