აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
„ადამიანის გონებრივი სიმწიფე დგება მაშინ, როდესაც შეძლებს იმის გაცნობიერებას, რომ ადამიანთა სამყაროში არჩევანი ყოველთვის და მხოლოდ ორია: ცუდი და უარესი.
ეს არის ადამიანთა სამყაროს მთავარი თეზა.
“კარგი” – ფარდობითი ზედნაშენია ცუდსა და უარესს შორის.
გონიერი ადამიანის ნებისმიერ ქმედებას ამ თეზის პრინციპებით მოქმედება უნდა ახლდეს, თუ არ სურს რომ უნებლიედ ან ბრიყვებში არ ჩაეწეროს, ან ნაძირლებში.
სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია და ეს არის ადამიანის მიერვე შექმნილი ის მიუწვდომელი მიზანი, რომელსაც თავად ადამიანი ვერასოდეს შესწვდება თავისი არასრულყოფილების გამო, მაგრამ მუდამ უნდა მიისწრაფვოდეს მისკენ. ეს სწრაფვა არის კაცობრიობის პროგრესის მთავარი მოტივაცია და შესაბამისად, არასოდეს უნდა გაქრეს.
ამ თეზის არსის შეცნობის გარეშე ნებისმიერი სოციუმი ადვილად მანიპულირებად ბრიყვთა მასად იქცევა, რომელსაც დახელოვნებული მანიპულატორი ახალ გულუბრყვილო თეზას მისცემს ლოზუნგად: – არჩევანი კარგსა და ცუდს შორის არის!-
მასწავლებელთა მთავარი დანიშნულება ამ ჭეშმარიტების ახსნაა ახალგაზრდა თაობებისათვის, რათა ისინი გულუბრყვილო ცხვრის ფარად არ გაიზარდონ.
სპეცსამსახურების პროპაგანდას სწორედ ამ თეზით ჟონგლიორობა უდევს საფუძვლად.
ამის ნათელი მაგალითია : – აბა ომი გინდათ?!-“
კომენტარები