რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში სპორტული კომპლექსის სახურავის ჩამონგრევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. შენობის სახურავის ჩამონგრევა სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს მოხდა, რა დროსაც ტერიტორიაზე 4 მუშა იმყოფებოდა.
ინციდენტს ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც შენობის სახურავზე დაზიანებულ მეტალის კაბელებს ჭრიდა.
სპორტული კომპლექსი საბჭოთა კავშირის დროს 1980-იან წლებში ააშენეს. მას შემდეგ შენობის რესტავრაცია არ მომხდარა.
კომენტარები