უმძიმესი ავარია შატილში – 23-აგვისტოს შატილის გზიდან გადავარდნილი სამგზავრო მიკროავტობუსი, სავარაუდოდ ტურისტულ კომპანია Traveler GE-ს ეკუთვნის. აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი უკმაყოფილო მომხმარებლის კომენტარი იძებნება.
გიდი, რუსუდან ჯაფარიძე კაცხადებს,რომ შატილის გზაზე სტანდარტული მიკროავტუბუსით არ უნდა წასულიყვნენ.
“თრეველერ”-ს თემა ცოტა აქტუალურია ყოველთვის, ნეგატიური თვალსაზრისით. გახმაურდა რამდენიმე სკანდალი, წაიყვანა თურქეთისკენ, იქ სიტუაცია შეიქმენა ისეთი, რომ ჯგუფი საერთოდ დატოვა, მთაში დაიკარგა. იმდენად იაფად უნდოდა ყველაფრის გაყიდვა, ყველაფერის მოცვა, რომ ხარისხის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. სტანდარტული “სპრინტერით”, რომელიც კულტურულ ტურში, ასფალტის ტურში მჭირდება იქ წასვლა არის შეუძლებელი, ყველა შემთხვევაში უნდა ავიყვანო “დელიკები”, “ჯიპები” არ უნდა გავრისკო უსაფრთხოება”
მცხეთის პოლიციაში ცოტა ხნის წინ გამოკითხეს “თრეველ ჯის” ხელმძღვანელი, შალვა ბოლოთაშვილი და კიდევ ერთი თანამშრომელი.
კომპანიის ერთ-ერთი ტურისტი ამბობს, რომ ავტობუსი, რომლითაც მაშინ იმგზავრეს გაუმართვი იყო, მძღოლს კი გზაში ეძინებოდა.
“მე და ჩემმა მეგობარმა გოგოებმა ვიმგზავრეთ მაგ ტურისტული კომპანიით. ვიყავით უკმაყოფილოები იმით, რომ თბილისიდან ბათუმამდე აგვისტოს თვეში გვატარეს გაფუჭებული სამარშრუტო მანქანით. კაპადოკიაში, ავტობუსში კი 2 მძღოლი იყო, მაგრამ იქაც ზეზეურად ეძინა მძღოლს და მგზავრები ვაღვიძებდით. გვეუბნებოდნენ აქ სძინავს ამასო, ესეთი ჩვევა აქვსო, თავს რომ ჩამოაკანტურებდა საჭესთან”
ნიუპოსტი
კომენტარები