“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებმა გაშიფრეს სქემა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას ცდილობს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თენგო თევზაძის თქმით, “ოცნების” წევრები მხარდამჭერებს ართმევდნენ ID ბარათებს, რაც ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატეს.
“ქართული ოცნება” ართმევდა ID ბარათებს საკუთარ ამომრჩეველს, რითაც მოახდინა დაზუსტება საკუთარი ამომრჩევლის, მათი მონაცემების გაციფრულება და სხვადასხვა უბნებზე ვერიფიკაციის ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩამატება. საშუალოდ, “ქართული ოცნების” 30-დან 50 ათასამდე ამომრჩეველს, მინიმუმ 4 უბანზე მისვლით შეეძლო გაეოთხმაგებინა, ანუ 200 000 ამომრჩევლის შედეგი დაეფიქსირებინა. ამას გვიმტკიცებს ორი არგუმენტი: ამის დამზღვევი შეიძლებოდა ყოფილიყო მარკირება და ამის აკეთებდნენ რეგისტრატორები, რომლებიც არიან “ოცნების” დანიშნულები. ამასთან ერთად, როდესაც ჩეკებით საბოლოო მონაცემები შემოვიდა, დაახლოებით 45 ათასი არის დისბალანსი ბიულეტენების საბოლოო შედეგებსა და აქტივობას შორის”
,,მთავარი არხი”
კომენტარები