აღმაშენებლის გამზირზე 60 წლის მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი იპოვეს.დაახლოებით ერთი საათის წინ, ადგილობრივებმა მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, მომხდარის დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია.
მამაკაცი თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.ცნობილია, რომ აღმაშენებლის 106 ნომერში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარები