აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვს.
ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ კვლავ რჩებიან ნანგრევებში ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო და სხვა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება რომ გადარჩნენ დარჩენილი ადამიანები. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა, ხდება კონტაქტი იქ მცხოვრებ ადამიანებთან, – თქვა რიჟვაძემ.
ის, რომ მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს – პირდაპირ ეთერში ვიხილეთ.
მოსახლეობას აქვს კითხვები:
– რამდენი ადამიანი გამოიყვანეს?
-რამდენი ადამიანია დარჩენილი ნანგრევებში?
-ხომ არ გვაქვს მსხვერპლი?
-საკმარისია თუ არა ის ტექნიკა, რაც ადგილზე მიიყვანეს?
-რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ, ნანგრევის გაწმენდა?
-არსებობს, თუ არა გეგმა, ადამიანების გადასარჩენად? და რას ითვალისწინებს ეს გეგმა?
-რატომ ელიან დამატებით სამაშველო ბრიგადებს – ტექნიკის გამო, თუ ფიზიკურად, ადამიანური ძალა სჭირდებათ დამატებით?
არც ერთ ამ კითხვაზე ამ დროისთვის რიჟვაძეს პასუხი არ აქვს!
კომენტარები