“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე:
“ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, ვიპოვით ფაქტები, დავსვათ კითხვები და ეს ამბავი მაყურებლამდე მივიტანოთ. ეს არის ჟურნალისტიკის არსი. ხელისუფლებას ეს არ მოსწონს და ახლა ცდილობენ, ჩაგვიკეტოს იუსტიციის კარი, ჩაგვიკეტონ კულტურის სამინისტროს კარი, დაემუქრონ ჟურნალისტებს. ცრუ მოწმეები მოიყვანონ…
ფრონტის რამდენიმე ხაზია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახსნილი. იმის საშუალებას კი არ გაძლევენ, რომ მშვიდად დაჯდე, მოიფიქრო გადაცემა, მოიყვანო სტუმრები, ანუ შენი საქმე აკეთო. გაიძულებენ იმას, რომ რამდენიმე ფრონტზე იომო. აქედან ცეცხლს გაგიხსნიან, იქიდან ცეცხლს გაგიხსნიან და სრული შტურმი მიდის. ახლა “ტვ პირველზე” მიდის ფორსირებული იერიში. ვატოს ევაჭრებიან, რომ თუ გინდა, რომ მამაშენი არ მოვკლათ, არ გავუშვათ სამკურნალოდ, ან არ ჩავსვათ ციხეში 70 წელს გადაცილებული ადამიანი.
თავიდან ბოლომდე ვინც მოუსმენს ხაზარაძის დაკითხვას, ნათლად ნახავს, საქმეში, სადაც არ არსებობს დაზარალებული, პროკურატურა ედავება ერთ კაცს, მეორეს ფული რატომ ასესხეო.”
კომენტარები