ყოფილი პარლამენტარი, დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება:
„როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერად მომუშავე ადამიანმა ახლა სისულელეები აფრქვია – სულ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს და ამ კანონს მივიღებთ ხვალო.
მთავარი კი ის იყო, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში წელს ჩასატარებელ არჩევნებში ” გლობალური ომის პარტიის” დამარცხების ივანიშვილისეული, არარეალისტური სურვილი და იმედი გააჟღერა.
სრული სიცარიელეა ბიძინას თავში და სიგიჟე მის ხელისუფლებაში.
ბრძოლა ბოლომდე! ქუჩაშიც, დარბაზშიც, შინ და გარეთ!
არა ლუკაშენკას საქართველოში! ოპოზიციაც სწორ კონფიგურაციას პოულობს.
შემოდგომაზე დაგითვლით გაცამტვერებულ ბიძინოიდებს!“
კომენტარები