ნინა ყიფიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რა მაგარ დროში მიცხოვრია 2020-მდე
სიცხე აგიწევდა და…ჩაწვებოდი სახლში,”გაღუღუნებულ”ოთახში,მოგართმევდნენ მალინიან ჩაის….
მოგიკითხავდა სიყვარულით და სითბოთი ნაცნობ-უცნობი…
ერთმანეთს ასწრებდა ოჯახის ყველა წევრი თუ მეგობარი,რომ “ეპატრონა” და “შემოეკეცა საბანი”….
კითხულობდი მონატრებულ წიგნებს და უყურებდი საყვარელ ფილმებს…
ეხვეწებოდი ყველას-არ მოხვიდეთ,არ შეწუხდეთ,რამე არ გადაგედოთთქო,მაგრამ ვინ გიჯერებდა…..
დაგაცემინებდა და იმდენ ლოცვას მოისმენდი,მთელი ცხოვრება გეყოფოდა….(მაგ.: სიცოცხლე,სიხარული,ჯანმრთელობა,მილიონი და ა.შ)
დაახველებდი და…. “ალალი”-ო, მოგაძახებდნენ…
რა ვიცი,რამდენი ჩამოვთვალო კიდევ!!!! ეეეჰჰჰ!!!!!
დადგა 2020
ეჭვს მიიტან თუ არა ტემპერატურაზე, თერმომეტრი მაშინვე უნდა “გაირჭო” და ვაი შენს პატრონს, შენს “ავს და დამაწყევარს”, 37 მაინც თუ დაფიქსირდა!!!
სასწრაფოდ უნდა დარეკო პატრულში, სასწრაფოში,დაავადებათა კონტროლში,112-ზე, იჭყლიტო ტვინი და გააგებინო შენი უბედურება (37 გრადუსი) ყველა იმ სულიერს თუ უსულოს, ვისთანაც კონტაქტი გქონია ბოლო პერიოდში!!!!
გააგებინებ და……ეზიზღები დედას და შვილსაც კი (სხვებზე რომ არაფერი ვთქვა)…
სრულიად საქართველო გლანძღავს (როგორ არ გაუფრთხილდი თავს!!!)
თავს გრძნობ მონსტრად, გარეწრად და ბოლო ნაძირალად….(რამდენ ადამიანს შეუქმენი საფრთხე!!!)…
საყვარელი წიგნის კითხვის ნაცვლად, კითხულობ კლინიკური კვლევების ბოლო მონაცემებს…
საყვარელი ფილმის ნაცვლად, უყურებ მსოფლიოს სხ/სხ ქვეყნების არხებს, დაავადების სტატისტიკის გადაცნობად!!!!
შე უბედურო, თუ სადმე დაგაცემინა ან დაგახველა!!!! მოდის წყევლა-კრულვის დიდი კასკადი (მაგ.:ჭირი შენ, სიკვდილი, არგადარჩენა, ხრჩობა და ა.შ.) და ზიზღიან თვალებს აწყდები გარშემო….
საჭმელი ლოგინში მოგართვან კი არა, სადარბაზოს კართან თუ ვინმემ მოგიგდო, მადლობა უნდა თქვა!!!!
დარეკვითაც იშვიათად რეკავს ტელეფონზე ვინმე….მე მგონი, რეკვაც აშინებთ!!!!!
კიდევ რამდენის წერა შეიძლება!!!!
ხოდა……….
დამიბრუნეთ ჩემი გემრიელი “ავად გახდომა” 2020-მდე!!!!!
P.S.
ჩემს სურვილს- “გამიხსენით ცა”, დღეიდან ემატება სურვილი-” დამიბრუნეთ ძველებური “ავად ვარ”!!!”
კომენტარები