იურისტი რამაზ ჩინჩალაძე სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის პოსტზე მარიკა არევაძის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს:
„მეგობრებო, როგორც იცით ჩვენი კოლეგა მარიკა არევაძე არის სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი. ვისაც გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ მის მხარდამჭერ განცხადებას გამოხატეთ თანხმობა და ტექსტს მატერიალურადაც მოგაწვდით.
გთხოვთ გაეცნოთ მიმართვას:
ჩვენ, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები, მხარს ვუჭერთ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ადვოკატ მარიკა არევაძის კანდიდატურას და მოვუწოდებთ პარლამენტში არსებულ, უკლებლივ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მხარი დაუჭირონ მარიკა არევაძის კანდიდატურას რათა იგი არჩეულ იქნას საქართველოს სახალხო დამცველად.
მარიკა არევაძე არის კვალიფიციური, ღირსეული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი იურისტი – ადვოკატი. იგი არის პოლიტიკურად ნეიტრალური პიროვნება. გამოირჩევა კომპეტენციის მაღალი დონით და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაკისრებული მოვალეობისადმი. მას გააჩნია კარგი ავტორიტეტი და რეპუტაცია როგორც იურიდიულ წრეებში ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იგი კითხულობს ლექციებს კავკასიის საერთაშორისო უნიუვერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში. არის სამარტლის დოქტორანტი. მარიკა არევაძეს ასევე აქვს უდიდესი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. იგი იქნება რეალურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პოლიტიკურად მიუმხრობელი სახალხო დამცველი, რომელიც გააძლიერებს აღნიშნულ ინსტიტუტს და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს სახალხო დამცველის ფუნქცია-მოვალეობებს.“
კომენტარები