პოლიტიკოსი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:
„კიდევ ერთხელ, კრემლის მსტოვრებს, საბჭოეთის ნოსტალგიით გამოთაყვანებულებს, სტალინისა და დედამისი კეკეს თაყვანისმცემლებს, ლავრენტი ბერიას აპოლოგეტებს, ერთმორ(ჭ)მუნე რუ(შ)ეთთან ერთად, ,,მშვიდობისთვის” მლოცველთ, ლომისას ტაძარზე მეტად რუსი ოკუპანტების მოყვარულთ, ედუარდ შევარდნაძის სულიერ შვილებს, ერთი სიტყვით, კრემლის ,,Грузинчик-ებს”…
შეეშვით!!! საქართველოს პირველი პრეზიდენტის ანტიევროპელად და ჩვენი ევროპული მომავლის მოწინააღმდეგედ წარმოჩინებას!!!
ყველაფერი ძალიან არაორაზროვნად და ნათლადაა!!!
ნუ ცდილობთ, ზვიად გამსახურდიას გამონათქვამებით მანიპულირებასა და შეთითხნილი არარსებული ინტერვიუებით სპეკულირებას.
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მაშინდელი დასავლეთის მხარდაჭერა კრემლისადმი აშკარად კომპრომისული იყო! სწორედ ამას აღნიშნავს საქართველოს პირველი პრეზიდენტი თავის გამოსვლებში.
თქვენ კი, სარეთოდ უვლით გვერდს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მრავალწლიან ბრძოლას კრემლის იმპერიის წინააღმდეგ და მხოლოდ პრეზიდენტის მხრიდან დასავლეთის კრიტიკაზე აპელირებთ.
ეს კრემლის ნაცადი ხერხია!!!…
მთავარი ისაა, რომ არც ზვიადი და არც მერაბი არ ყოფილან და არც არასდროს არ იქნებოდნენ კრემლის იმპერიის პოლიტიკის მხარდამჭერი!!!
სამწუხაროდ, დღევანდელ დასავლურ პოლიტიკურ წრეებშიც არსებობენ კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები და ეს თვალსაჩინოა…
თუმცა, უკრაინაში კრემლის აგრესიის წინააღმდეგ კონსოლიდირებული დასავლეთის განწყობები და რუსეთის იმპერიული ზრახვებისადმი დამოკიდებულებები, საბედნიეროდ, აბსოლუტურად განსხვავდება გასული საუკუნის 90იანებისგან და ეს არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი!!!
დასავლეთის დღევანდელი პოზიცია ჩვენ გვაძლევს შანსს, საბოლოოდ მოვწყდეთ რუსულ პოლიტიკურ ორბიტას და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ისტორიულ და მარადიულ ნავსაყუდელში.
ასე რომ, თავს ნუ შეიწუხებთ თქვენი ,,წიაღსვლებითა” და თვითლუსტრაციით,
ს ა კ მ ა რ ი ს ი ა!!!…
საქართველოს პირველ პრეზიდენტს თავი დაანებეთ და თავად განაგრძეთ ბრძოლა
,,დ ე გ რ ა დ ი რ ე ბ უ ლ ი
და
გ ა რ ყ ვ ნ ი ლ ი” დასავლეთის წინააღმდეგ. ამის თვალსაჩონო მაგალითს საქართველოს პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი იძლევა, რომელმაც
კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დასავლელ პოლიტიკოსთა ლიდერშიფი რუსეთთან ომის გაჩაღებში, არაკომპეტენტურობაში, რუსეთთა ომის წარმოების არცოდნასა და საქართველოდან საფრანგეთში მშვიდობის ფორუმზე ჩაფრენილმა ,,მშვიდობის მტრედმა” კიდევ ერთხელ ,,გაშალა ფრთები”…
P.S.
1. პუტინთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოწოდება ნიშნავს საერთო ევროპული სულისკვეთების იგნორირებასა და უკრანის მხრიდან დამარცხების აღიარების სურვილს!!!
2. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ, საფრანგეთში გამართულ მშვიდობის ფორუმზე, საქართველოს ,,მიუკერძოებელ” და ,,ნეიტრალურ” ქვეყნად გამოცხადება, არის ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟი!!!
წერტილი!
3. თამაზ გინტურის დაკრძალვაზე არჩასვლა, საერთაშორისო არენაზე თამაზ გინტურის მკვლელობაზე ყურადღების გამახვილებასა და აქცენტირებაზე თავის არიდება კი, ოკუპაციასთან მებრძოლი და ღირსებაშენარჩუნებული ქართველების შეურაცხყოფა და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია!!!…
კიდევ ერთი წერტილი!“
კომენტარები