ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა:
“ოხ ეს რა ამბავი ატეხილა სტალინის ნათქვამზე, სავარაუდოდ მომავალი თაობისგან, რომელთა განათლების დონე “ნარატივს” და “პროპაგანდას” ვერ ცდება და თუ რამე მათთვის გაუგებარი წინადადება შეხვდათ ქუჩის ძაღლებივით იყეფებიან, ხომ არ გეგონათ ჩამოგივლიდით და პასუხს გაგცემდით? პასუხი რომ დავუბრუნო, სულ ცოტა თვალების სიმაღლეზე უნდა მწვდებოდეს. დაბლა არ ისმის ხმა.
სტალინი ერთხელ დაიბადა, გააკეთა რაც გააკეთა და თაობებს დაუტოვა ისტორიები რომ ერთმანეთს დარეოდნენ მისი სახელით, აი ასეთი გენიოსი იყო.”
შეგახსენებთ, ისტორია, რომელიც ხატია სიჭინავამ დაწერა სტალინზე მისივე გვერდზე, კომენტარებშივე შეაფასეს მოგონილად, მითად და ანრი ოხანაშვილისა და სხვა დეპუტატების მიერ, ამერიკის საელჩოს ეზოში, ტვ პირველის მფლობელზე თავდასხმის გამართლების მცდელობად. გარდა ამისა, ხატია სიჭინავას, იქვე შეახსენეს, სტალინის მიერ დახოცილთა და რეპრესირებულთა შესახებ.
ხატია სიჭინავა:
„ერთხელ თურმე ერთი ამერიკელი ჟურნალისტი შეუჩნდა სტალინს თქვენთან რა ცხოვრებაა ადამიანის მთავარი უფლება სიტყვის თავისუფლება არ არსებობსო. ეგ როგორო?! ჩაეკითხა სტალინი. როგორ და ჩვენთან ვისაც გვინდა რასაც გვინდა იმას ვეძახით ვლანძღავთ და ვაგინებთ თუნდაც პრეზიდენტი იყოს და ამაზე პასუხს ვერავინ მოგვთხოვს რადგან სიტყვის თავისუფლების პრინციპები დასავლურ სამყაროში ყველაფერზე უზენაესიაო.
სტალინმა გაიღიმა და უთხრა, მე მეგობარო კავკასიელი ვარ, უფრო ზუსტად ქართველი და იქ ნებისმიერ ქართველს რომ სიტყვის თავისუფლების მოტივით დედა ვინმემ შეაგინოს სულს თუ არ გააფრთხობინებს ენას მაინც ამოაჭრის და ძაღლებს მიუგდებსო. ჩვენ ამას თავმოყვარეობას ვეძახით და სულ ფეხზე გვკიდია თქვენი სიტყვის თავისუფლება რომელიც მართალ კაცს შეურაცხყოფის ატანას აიძულებს ლაჩრულად და უსამართლოდოო. ასე რომ გამოდის ნებისმიერი ქართველი თქვენს პრეზიდენტებზე უფრო თავმოყვარე და უშიშარიაო!..“
კომენტარები