სტალინელი გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
,,სატელევიზიო ეთერების ექო
ბატონო ბიძინა
მე თქვენს ყოველ დარგულ ხეს, დადებულ აგურს, გაკრულ მარმარილოს ფილას, სახურავზე შემოდებულ კრამიტს უდიდეს შეფასებას ვაძლევ და დიდ მადლიერებას გამოვთქვამ თქვენს მიმართ.
სტალინზე ამბობენ – რა გაუკეთა საქართველოს?!
თქვენზე: ბიძინამ რატომ გაუკეთა ან რა გაუკეთა საქართველოს?!
თქვენი გაკეთებული საქმეები საუკუნეებს გაჰყვება და მოიხსენიება ისე, როგორც ფარნავაზის მიერ გავრცელებული ქართული ანბანი.
ბატონო ბიძინა, იქნებ შეწყვიტოთ ღორებისათვის მარგალიტების დაყრა. ღორებმა ტყეს მიაშურონ და თავიანთი დინგით იშოვონ საკუთარი მუცლის ამოსაყორი.
ნუ დაურგავ უმადურ ხალხს უკვდავების ხეს.
ნუ აღუდგენ ტაძარს.
ნუ გადაუხურავ ეკლესიებს.
ნუ შეუკეთებ თეატრებსა და მუზეუმებს.
ნუ აუშენებ სამებას.
ნუ შეუკვეთავ შეკვეთილისათვის უნიკალურ საგანძურს.
სტალინს თუ ხალხისთვის არაფერი უკეთებია და არაფრად აგდებენ,
ბატონო ბიძინა! – შენ?!!!…
ღმერთო, იხსენი საქართველო!
გრიგოლ ონიანი”
კომენტარები