სტამბოლში, 31 მარტის საღამოს ეროვნებით ჩეჩნებსა და ქართველებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.
ცნობილი ხდება, რომ კრიმინალურ დაპირისპირებაში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ჰუსეინ ახმადოვი, მეტსახელად „უსინათლო“ ფიგურირებს. Kavkaz.Realii–ის თანახმად, კონფლიქტის მიზეზი ფულთან დაკავშირებული დავა იყო, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ირკვევა, რომ „კანონიერმა ქურდმა“ მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარება ჯერ სატელეფონო საუბრით სცადა, 31 მარტის საღამოს კი პირად შეხვედრაზე, ფინჯან ჩაიზე მიიპატიჟა, თუმცა შეხვედრის დროს დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა.
სროლის დროს ადგილზე ჩეჩენი აბდულ-მალიკი მოკლეს, მეორე, ასევე ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, მძიმედ დაიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ სროლის შედეგად დაიჭრა ქართველიც, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. შემთხვევითი ტყვიით მძიმედ დაიჭრა რესტორნის მეპატრონეც.
კომენტარები