ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა :
კრიტიკული მდგომარეობა არ არის. მას გაეწია გადაუდებელი ინტენსიურ თერაპიული ღონისძიებები, რამაც დაასტაბილურა მდგომარეობა. თუმცა, მკურნალობის მიზანს შეადგენს გამოჯანმრთელება ან მნიშვნელოვანი პროგრესი. მის მდგომარეობაში თუკი იქნებოდა ადეკვატური მკურნალობა, შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.
ამჟამად მიმდინარეობს „ვივამედში“კვლევები, მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გამოჯანმრთელების გზაზე დგას.
აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ ისეთ კლინიკაში, სადაც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მას სჭირდება 2-წლიანი მკურნალობა და არის 20% გამოჯანმრთელების შანსი.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ჩავთვლით ახლა, რომ მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია იმ საერთაშორისო გაიდლაინებით, რომელიც უნდა ჰქონდეს მას განსაკუთრებით ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით. ასევე, რაც შეეხება აღდგენით თერაპიას, ესეც უნდა ჩატარდეს ისეთ დაწესებულებაში ვისაც აქვს გამოცდილება აღდგენითი თერაპიის ჩატარების“, – აცხადებს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი.
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები